addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

27-29 ივლისი, 2022 წელი. ახმეტის მუნიციპალიტეტიევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით ახმეტის LAG-ს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის ჯგუფის წევრები გაეცნენ ახმეტის LAG-ის გამოცდილებას და მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს.

სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და წარმატებული სამუშაო პრაქტიკის გაზიარება იყო. ვიზიტის ფარგლებში, ახმეტის LAG-ის წარმომადგენლებმა წალკის LAG-ის წევრებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, პროექტის განხორციელების წარმატებული მაგალითები, გამოწვევები და  სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული პრაქტიკები.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წარმომადგენლები გაეცნენ ახმეტის LAG-ის საგრანტო კონკურსების შედეგებს, მოინახულეს დაფინანსებული პროექტები,  ახმეტის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, ასევე შეხვდნენ უხუცეს ქალთა საბჭოს პანკისში და გაეცნენ მათ მიერ განხორციელებულ პროექტს.

წალკის LAG-ის წევრებმა ახმეტის LAG-ის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება და სამომავლო გეგმები გაუზიარა. წალკისა და ახმეტის LAG-ების წარმომადგენლებმა მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებზეც ისაუბრეს, რის შემდეგაც მდგრადობისა და დამეგობრების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტის ეს წალკაა მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ამასთან, LEADER მიდგომის გამოყენებით ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, პროექტი გააძლიერებს საოჯახო მეურნეობებს, მეწარმეებს, ქალებს, ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებს.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, marie.kikvadze@cenn.org