addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

20 ოქტომბერი – 26 ნოემბერი, 2020 – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), CENN-თან ერთად ახალგაზრდებისათვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით დებატების ონლაინ სასწავლო კურსის ორი რაუნდი ჩაატარა. ინტენსიური სასწავლო კურსის მიზანი წალკის ახალგაზრდების გაძლიერება და ახალგაზრდებში დებატების ხელოვნების განვითარება იყო.

კურსის ფარგლებში მონაწილეები 6 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ეუფლებოდნენ დებატების ხელოვნებას, მტკიცებითი და უარმყოფელი პოზიციების წერის სტრუქტურას,  რეზოლუციის, არგუმენტების, დამამტკიცებელი მასალის მოძიების, დახარისხების და ასახვის სტრუქტურას, კითხვების დასმის ტექნიკას და კარლ-პოპერის დებატების ღირებულებით ფორმატს.

კურსის ბოლოს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით მონაწილეები გუნდებში გადანაწილდნენ და დებატების შეჯიბრი გამართეს შემდეგ რეზოლუციებზე: 1. ონლაინ განათლება ეფექტურია; 2. სკოლებში უნდა დაინერგოს განმავითარებელი შეფასება; 3. ონლაინ სწავლების დროს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება შეუძლებელია.

დებატების ონლაინ კურსში მონაწილეობით  წალკის ახალგაზრდებს ინტეგრაციისა და მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა მიეცათ.  კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა განივითარეს დებატების, არგუმენტაციის, გუნდური მუშაობის და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.

დებატების კურსში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით კურსი ორ რაუნდად ჩატარდა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას მიეცა. დებატების კურსში სულ 25-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

პროექტს ეს წალკაა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge

საკონტაქტო პირები:

მელანო ტყაბლაძე, პროექტის „ეს წალკაა“ მენეჯერი, CENN, melano.tkabladze@cenn.org

მარი კიკვაძე, კომუნიკაციის მენეჯერი, CENN, marie.kikvadze@cenn.org