ცოცხალი წიგნების საღამო
05.May.20205 ივნისს, 14:00 საათზე ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, გიწვევთ ცოცხალი წიგნების საღამოზე დასასწრებად.
ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები გაგვაცნობენ თავიანთ შემოქმედებას, მოეწყობა პოეზიის საღამო და გაიმართება დისკუსია.
მწერლები, ლელა ცუცქირიძე და ნინია სადღობელაშვილი წაგვიკითხავენ ამონარიდებს თავიანთი შემოქმედებიდან.
ნოდარ დუმბაძის შვილი, ქეთევან დუმბაძე გაგვიზიარებს მოგონებებს მამაზე.
ღონისძიების მსვლელობის დროს დაცული იქნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ყველა საჭირო რეკომენდაცია და უსაფრთხოების წესი.
ღონისძიება გაიმართება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)
დასწრება თავისუფალია.