ვებინარების ციკლი - #დარჩისახლში
26.November.20196 აპრილიდან, პროექტების ‘ეს წალკაა’ და ‘ქედა ლიდერი’ ფრგლებში ვიწყებთ ვებინარების ციკლს – ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები! #დარჩისახლშივებინარების ციკლი ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.
ვებინარები შეეხება ვირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მნივშენლოვან თემებს, რომლებიც დღეს ყველასთვის აქტუალურია.
ვებინარებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე 6 აპრილს, 18:00 საათამდე: https://bit.ly/348sPRJ
ვებინარის პროგრამა:
6 აპრილი, ორშაბათი, 12:00 საათი – ახალი გამოწვევები და ციფრული სამყარო
მომხსენებელი: მურო თაკალანძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
8 აპრილი, ოთხშაბათი, 14:00 საათი – კოვიდ19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მცირე და საშუალო ბიზნესებზე და ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიები
მომხსენებელი: დავით კეშელავა, ISET
10 აპრილი, პარასკევი, 14:00 საათი – ნარჩენების მართვა კრიზისის დროს და ნარჩენებისგან ახალი ნივთების შექმნის პრაქტიკული ვორკშოპი
მომხსენებლები: ნინო თევზაძე და ნატალი ტეილორი, CENN
13 აპრილი, ორშაბათი, 14:00 საათი – პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა – #დარჩისახლში
15 აპრილი, ოთხშაბათი, 16:00 საათი – სოფლის მეურნეობა თვითიზოლაციაში – ახალი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა
მომხსენებელი: ნათია ნინიკელაშვილი, GFA
შეგიძლიათ როგორც ერთ, ასევე ყველა ვებინარში მონაწილეობა.
ვებინარში ჩასართავად დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ აპლიკაციაში მითითებულ ელ-ფოსტაზე, თითოეული სესიის დაწყებიდან 2 საათით ადრე.