ქვიშით ხატვის მასტერკლასი ნონა გიუნაშვილთან ერთად
15.June.2020
ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ეს წალკაა“, რომელსაც ახორციელებს CENN, აგრძელებს სოციალური საღამოების ორგანიზებას და გიწვევთ მორიგ ღონისძიებაზე დასასწრებად.
პარასკევს, 19 ივნისს, წალკის LAG-ის ოფისი უმასპინძლებს ქვიშით ხატვის მასტერკლასს.
მასტერკლასს ჩაატარებს 2012 წლის პროექტ „ნიჭიერი“-ს გამარჯვებული – ნონა გიუნაშვილი/ Nona Giunashvili
ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ:
იხილოთ ქვიშის პერფორმანსის წარმოდგენა და ქვიშაზე შესრულებული მხატვრობის ვიდეო კლიპები
მონაწილეობა მიიღოთ ქვიშაზე ხატვის მასტერკლასში
დასწრებისთვის აუცილებელია დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 168 618; 557 711 788 ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3d6oPnp
ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 19 ივნისს, 15:00 საათზე, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისში (მის: კლდეკარის ქ. N5, წალკა)