addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) იწყებს ახალი ინიციატივის – აგრობიომრავალფეროვნების აღდგენა და წალკის მუნიციპალიტეტში კლიმატისადმი მდგრადი ადაპტაციის ღონისძიებების ხელშეწყობა განხორციელებას წალკის მუნიციპალიტეტში.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას წალკის მუნიციპალიტეტის მოწყვლადი მოსახლეობისათვის, მდგრადი კლიმატგონივრული ცოდნისა და პრაქტიკის პოპულარიზაციისა და დანერგვის გზით.

პროექტის კონკრეტული მიზნებია:

  • წალკის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებების სცენარებზე დაყრდნობით, კლიმატისადმი მედეგი და გარემოსადმი მეგობრული გეგმის შემუშავება სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის;
  • კლიმატის ცვლილებისადმი საადაპტაციო ღონისძიებების შემუშავება და რეკომენდაციების გამოვლენა მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვისთვის
  • სადემოსტრაციო პროექტების განხორციელება
  • და თანამედროვე მიდგომებზე ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება.

პროქტის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდება სათემო მობილიზაციის შეხვედრები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, თემატური კვლევები და ქალთა გაძლიერების კამპანიები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩართვის საშუალება ექნება წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებს. აღნიშნული პროექტი დაიწყო 2021 წელს და გაგრძელდება 2023 წლის ჩათვლით.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP