addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

24 ნოემბერი, 2021 წელი, თბილისი, ილუზიების მუზეუმი – ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG), მორიგ სოციალურ საღამოს გასვლით ფორმატში, თბილისში, ილუზიების მუზეუმში უმასპინძლა.

სოციალური საღამოს ფარგლებში, წალკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით ტურში და გაცნობოდნენ ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილ საინტერესო და სახალისო ექსპონატებს. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ახალგაზრდები ილუზიების მუზეუმის გარდა, ჰოლოზეუმსაც ეწვივნენ და ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ციფრულ ფორმატში დაათვალიერეს.

გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების გაძლიერებასა და ჩართულობას სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.