addres icon წალკა, კლდეკარის N5
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

16-17 ივნისი, 2020 წელი. ქედის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ‘ქედა ლიდერი’ და ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში  განხორციელდა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სამუშაო ვიზიტი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წალკის LAG-ის ჯგუფის წევრები  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გამოცდილებას გაეცნენ. 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო წალკის LAG-ისთვის, ქედა LAG-ის წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სამუშაო პროცესთან,  წარმატებულად დასრულებულ პროექტებთან და LAG-ის მდგრადობის საკითხებთან დაკავშირებით. 

ქედის LAG უკვე სამ წელზე მეტია წარმატებულად უძღვება ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ‘ქედა ლიდერი’, რომლის ფარგლებშიც 70-ზე მეტი ბენეფიციარმა მოიპოვა დაფინანსება და წარმატებით განხორციელა პროექტები. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებმა 10-ზე მეტი სხვადასხვა დარგის მიმართულებით დაფინანსებული პროექტი მოინახულეს მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმრო-მარნები, ჟოლოს სათბური, სალიფსიტე საკალმახე მეურნეობა, ვაზის ვენახები და სხვა. 

ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაეცნოთ დაფინანსებული პროექტები და გასაუბრებოდნენ ბენეფიციარებს. სამუშაო ვიზიტის ბოლოს ქედისა და წალკის LAG-ების წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შესაძლო აქტივობების ერთობლივად განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.