addres icon წალკა, კლდეკარის N5
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

30 ივნისი – 1 ივლისი, 2020 წელი –  ევროკავშირის მხარდაჭერით, გრძელდება წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საბჭოს წევრების ორგანიზაციული განვითარების სამუშაო შეხვედრები. ამჯერად,  ორდღიანი სტრატეგიული განვითარების სამუშაო შეხვედრა წალკის LAG-ის წევრებს, CENN-ისა და საქართველოს ფერმერთა ასოაციაცია GFA-ს წარმომადგენლებსა და PMCG-ის ექპერტებს შორის გაიმართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში შემუშავებული წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების დეტალურად გაცნობა და შემუშავება იყო. 

ორი დღის მანძილზე წალკის LAG-ის წევრები ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ წალკის ადგილობრივი განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისა და შეფასების მექანიზმების შემუშავებაზე. შეხვედრის პირველ ეტაპზე წალკის LAG-მა დეტალურად განიხილა სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანები და აქტივობის ინდიკატორები, ხოლო მეორე ეტაპზე დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია შეიმუშავა. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ცალკეული პოეტების სტრატეგიის განხორციელების წარმატებული მაგალითები და განიხილეს წალკის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელების შესაძლო საფრთხეები და უპირატესობები.  

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში შემუშავებულ სამოქმედო სტრატეგიას წალკის LAG პროექტის განხორციელების ცალკეულ ეტაპებზე გამოიყენებს. 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge